Accessibility links

logo-print

ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქებში რჩება


ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქებში რჩება შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადასინჯოს თავისი პოზიცია პალესტინის

ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქებში რჩება შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა გადასინჯოს თავისი პოზიცია პალესტინის
დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსების თაობაზე – განაცხადეს თეთრი სახლის წარმომადგენლებმა. შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გამოსვლა, რომელშიც მან ვაშინგტონის პოზიცია უნდა ჩამოაყალიბოს პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს დაარსებასთან დაკავშირებით, განუსაზღვრელი ვადით გადაიდო. ამასობაში, ისრაელის ჯარი პალესტინელთა ქალაქებში: ჯენინში, ნაბლუსში, ტულკარმსა და კალკალიაში, აგრეთვე ნაწილობრივ ბეთლემსა და რამალაშიცაა შესული. პარასკევს, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მომხდარი შეტაკებისას სულ ცოტა ათი პალესტინელი, მათ შორის 5 ბავშვი იქნა მოკლული. ისრაელის უშიშროების საბჭომ მხარი დაუჭირა პრემიერ-მინისტრის, არიელ შარონის გადაწყვეტილებას პალესტინელთა ტერიტორიების ხელახალი ოკუპაციის შესახებ, ვიდრე თვითმკვლელი ტერორისტები არ შეწყვეტენ ისრაელ მოქალაქეებზე თავდასხმას.
XS
SM
MD
LG