Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პუტინმა უპასუხოდ დატოვა რომის პაპის


პუტინმა უპასუხოდ დატოვა რომის პაპის თხოვნა

პუტინმა უპასუხოდ დატოვა რომის პაპის თხოვნა
ვატიკანის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ლუი ტორანმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა უპასუხოდ დატოვა რომის პაპის, იოანე პავლე მეორის პირადი თხოვნა – კათოლიკე ეპისკოპოსის, ეჟი მაზურის საქმეში ჩაერიოს. ტორანის თქმით, შესაბამისი მიმართვა რომის პაპმა მაისში გაუგზავნა პუტინს. 1998 წლიდან მაზური, კათოლიკურ ეპარქიას მეთაურობდა ირკუტსკში, ხოლო მაისში, პოლონეთში სტუმრობის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლებამ აღარ მისცა მას ვიზა. მართლმადიდებლური ეკლესია აცხადებს, რომ კათოლიკეები, მისიონერულ საქმიანობას ეწევიან რუსეთში.
XS
SM
MD
LG