Accessibility links

ჩეჩნეთში, გროზნოს საქარხნო რაიონის შინაგან


ჩეჩნეთში, გროზნოს საქარხნო რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე მოკლეს

ჩეჩნეთში, გროზნოს საქარხნო რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე მოკლეს
დღეს, ჩეჩნეთის ქალაქ ურუს-მარტანში, გროზნოს საქარხნო რაიონის შინაგან საქმეთა განყოფილების უფროსის მოადგილე ისა ტიმაევი მოკლეს. რუსმა სამხედროებმა განაცხადეს, რომ ერთი ობიექტი დაბომბეს სოფელ იტუმ-კალეს შემოგარენში, ხოლო თავად სოფლის დაბომბვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია – უარყვეს. დაბა სამაშკი ალყაში ჰყავთ მოქცეული სამხედროებს, რომლებიც 18 ივნისიდან იქ, ეგრედ წოდებულ ”წმენდას” ატარებენ. როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იუწყება, სამხედროებმა სამაშკიში 3 ადგილობრივი მკვიდრი დააკავეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს. თვითმხილველნი, მშვიდობიან მოქალაქეთა ცემისა და წამების ფაქტებს ჰყვებიან. სპეცოპერაციები სოფლებში: ჩეჩენ-აულში, პრიგოროდნოესა და ზანდაკშიც მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG