Accessibility links

logo-print

რუსეთის სამხრეთში იზრდება წყალდიდობის მსხვერპლთა


რუსეთის სამხრეთში იზრდება წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი. კრასნოდარის მხარეში, წინასწარი მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა.

რუსეთის სამხრეთში იზრდება წყალდიდობის მსხვერპლთა რიცხვი. კრასნოდარის მხარეში, წინასწარი მონაცემებით, 6 ადამიანი დაიღუპა.
ამგვარად, 9 რეგიონის ოფიციალური მონაცემებით, წყალდიდობამ 40 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. სტავროპოლის მხარეში 180 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. კრასნოდარის მხარეში მიმდინარეობს ევაკუაცია ქალაქებიდან არმავირიდან და ნოვოკუბანსკიდან, აგრეთვე ნოვოკუბანსკისა და გულჩევსკის რაიონების სოფლებიდან. დაღესტანში სახიფათო ვითარება შეიქმნა თერგის დელტაში და ქალაქ ყიზლარის რაიონში. ჩეჩნეთში ნავთობი მოხვდა მდინარე სუნჟაში, რომელიც კასპიის ზღვაში ჩაედინება.
XS
SM
MD
LG