Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა


რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანატოლი ჩეხოევი სკეპტიკურად უყურებს

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ანატოლი ჩეხოევი სკეპტიკურად უყურებს
საქართველოს პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის პროგნოზს რუსეთ-საქართველოს შორის ახალი “ჩარჩო” ხელშეკრულების შემოდგომისთვის მომზადების თაობაზე. “ხელშეკრულების მომზადების თვალსაზრისით რაიმე განსაკუთრებული წინსვლა არ შეიმჩნევა”, უთხრა პრაიმ-ნიუსს ანატოლი ჩეხოევმა. წინა “ჩარჩო” ხელშეკრულება ორ ქვეყანას შორის 1994 წელს გაფორმდა, მაგრამ რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ მას რატიფიკაცია არ გაუკეთა. ახალი სახელმწიფოთაშორისო თანამშრომლობის დოკუმენტის მომზადების შესახებ საქართველოს და რუსეთის პრეზიდენტები 2000 წლის ბოლოს შეთანხმდნენ.
XS
SM
MD
LG