Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები


ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთის სამხრეთ რაიონებში ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ თალიბანის ლიდერის, მოლა ომარის და მისი მომხრეების დასაკავებლად.

ამერიკისა და ბრიტანეთის სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთის სამხრეთ რაიონებში ფართომასშტაბიან ოპერაციას ატარებენ თალიბანის ლიდერის, მოლა ომარის და მისი მომხრეების დასაკავებლად.
ოპერაციაში რამდენიმე ასეული სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობს. ოპერაცია დაიწყო მას მერე, რაც გავრცელდა ცნობა, რომ მოლა ომარი ქვეყნის სამხრეთში, მთიან რაიონში იმალება. ვარაუდობენ, რომ მასთან ერთად არიან თალიბების თავდაცვის ყოფილი მინისტრი მოლა ობაიდულა და რიგი სხვა მეთაურები. ბრიტანელმა სამხედროებმა მთელი ანტიტერორისტული კამპანიის მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე დიდი იარაღის საცავი აღმოაჩინეს პაკისტანის საზღვარზე მდებარე სოფელში. დაპატიმრებულია ათი ადამიანი.
XS
SM
MD
LG