Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის სარდლობამ უარყო ტერორისტული ორგანიზაცია


აშშ-ის სარდლობამ უარყო ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ყაიდის” მტკიცება, თითქოს ავღანეთში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას ამ დაჯგუფებისთვის სერიოზული ზიანი არ მიეყენებინოს.

აშშ-ის სარდლობამ უარყო ტერორისტული ორგანიზაცია “ალ ყაიდის” მტკიცება, თითქოს ავღანეთში წარმოებულ სამხედრო ოპერაციას ამ დაჯგუფებისთვის სერიოზული ზიანი არ მიეყენებინოს.
სარდლობის წარმომადგენლის, როჯერ კინგის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და მისმა მოკავშირეებმა ავღანეთში მრავალი ტერორისტული ბაზა მოსპეს; გაანადგურეს ან ტყვედ იგდეს “ალ ყაიდის” არაერთი ლიდერი. კატარის ტელეკომპანია “ალ ჯაზირამ” გუშინ გადასცა ინტერვიუ “ალ ყაიდის” წარმომადგენელთან, რომელმაც ეჭვქვეშ დააყენა ანტიტერორისტული კამპანიის წარმატება.
XS
SM
MD
LG