Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მოქმედი ტერორისტების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებისა

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ პანკისის ხეობაში მოქმედი ტერორისტების პრობლემის მოგვარება შეუძლებელია რუსეთის სპეცსამსახურებისა
და არმიის უშუალო მონაწილეობის გარეშე. დღეს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე, პუტინმა განაცხადა, რომ “პანკისის ხეობაში ტერორისტების ყოფნა ანგრევს არა მხოლოდ თბილისისა და მოსკოვის ორმხრივ ურთიერთობებს, არამედ თავად საქართველოსაც”. მისი თქმით, “ვერც ამერიკის საგანგებო დანიშნულების რაზმი და ვერც საგანგებოდ გაწვრთნილი საქართველოს შეიარაღებული ძალები ვერ გადაწყვეტენ პრობლემას რუსეთის სპეცსამსახურებისა და არმიის მონაწილეობის გარეშე”. [ვლადიმირ პუტინის ხმა] ამასთან, რუსეთის პრეზიდენტის აზრით, “ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელი გახდება მაშინ, როცა საქართველოს ხელისუფლება გააცნობიერებს ამას და მომწიფდება ასეთი გადაწყვეტილების მისაღებად.
XS
SM
MD
LG