Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერევანში იტალიის ელჩმა პაოლო ანდრეა


ერევანში იტალიის ელჩმა პაოლო ანდრეა ტრაბალძამ, სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.

ერევანში იტალიის ელჩმა პაოლო ანდრეა ტრაბალძამ, სომხეთის ხელისუფლებას მოუწოდა, პატივი სცეს ევროპის საბჭოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს.
სომხეთის პარლამენტმა მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ღიად ტოვებს სასიკვდილო განაჩენის სისრულეში მოყვანის შესაძლებლობას. სომხეთის პრემიერ-მინისტრთან, ანდრანიკ მარქარიანთან შეხვედრისას, იტალიის ელჩმა განაცხადა, რომ ევროპის საბჭოს მოთხოვნების პატივისცემა აუცილებელი პირობაა საიმისოდ, რათა მალე და შეუფერხებლად მოხდეს ევროპულ ოჯახში სომხეთის ინტეგრაცია. გასულ კვირაში სომხეთის პარლამენტმა დაამტკიცა სისხლის სამართლის ახალი კოდექსი, რომელშიც სასიკვდილო განაჩენი სამუდამო პატიმრობით არის შეცვლილი. მაგრამ პარლამენტმა ღიად დატოვა 1999 წლის ოქტომბერში, პარლამენტის შენობაზე თავდასხმაში მონაწილეთა სიკვდილით დასჯის საკითხი. იმ თავდასხმის შედეგად რვა პარლამენტარი დაიღუპა.
XS
SM
MD
LG