Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით


საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანელი ბიზნესმენის, “აგრობიზნესბანკის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის პიტერ შოუს გამტაცებლებს სამართალდამცავ ორგანოებთან კავშირი ჯერ არ დაუმყარებიათ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრიტანელი ბიზნესმენის, “აგრობიზნესბანკის” ერთ-ერთი ხელმძღვანელის პიტერ შოუს გამტაცებლებს სამართალდამცავ ორგანოებთან კავშირი ჯერ არ დაუმყარებიათ.
პრაიმ-ნიუსს მოჰყავს სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის პაატა გომელაურის სიტყვები იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით სამართალდამცავები აქტიურად მუშაობენ და გარკვეული წინსვლაც არის, თუმცა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, გომელაურმა უარი განაცხადა პიტერ შოუს გატაცებასთან დაკავშირებული დეტალების გამხელაზე. დღესვე, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ბარბარა დებორა ჯონსმა განაცხადა, რომ მისი ქვეყნის მთავრობა პიტერ შოუს გასათავისუფლებლად გამოსასყიდს არ გადაიხდის. უცხოელი ბანკირის გატაცების საქმის გამოძიებაში ჩასართავად თბილისში ჩავიდა დიდი ბრიტანეთის “სკოტლანდ იარდის” ორი კრიმინალისტი. 53 წლის პიტერ შოუ 18 ივნისს თბილისში, იოსებიძის ქუჩიდან, პოლიციისა და სამხედრო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა გაიტაცეს.
XS
SM
MD
LG