Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დაგმო


პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დაგმო ისრაელის ჯარების მიერ მისი შტაბ-ბინის ხელახალი ბლოკადა,

პალესტინელთა ლიდერმა იასირ არაფატმა დაგმო ისრაელის ჯარების მიერ მისი შტაბ-ბინის ხელახალი ბლოკადა,
განაცხადა რა, რომ ეს ნაბიჯი აზრს უკარგავს პალესტინელთა ავტონომიის მოწოდებას მშვიდობისკენ. საინფორმაციო სააგენტოებს მოჰყავთ არაფატის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ისრაელის ხელახალი შესვლა რამალაში ნათელს ხდის ამ ქვეყნის “ექსპანსიონისტურ მიზნებს”. დღეს დილით, ღაზის სექტორის სამხრეთში მდებარე ქალაქ რაფაჰში, ისრაელის შვეულმფრენებმა სარაკეტო ცეცხლი გაუხსნეს ორ ავტომანქანას. ამ იერიშის შედეგად დაიღუპა ექვსი ადამიანი, მათ შორის “ჰამასის” ექსტრემისტული დაჯგუფების ორი წევრი. დღესვე, პალესტინელთა ხელისუფლებამ შინა პატიმრობა დაუწესა “ჰამასის” ლიდერს აჰმედ იასინს.
XS
SM
MD
LG