Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გეგმა


აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გეგმა, რომელიც პალესტინელთა მთავრობის შეცვლას ითვალისწინებს,

აშშ-ის პრეზიდენტის ჯორჯ ბუშის გეგმა, რომელიც პალესტინელთა მთავრობის შეცვლას ითვალისწინებს,
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის მოგვარების შესახებ დადებითად იქნა მიღებული ისრაელსა და პალესტინის თვითმმართველობაში. იასირ არაფათმა თქვა, რომ პალესტინელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს სჭირდება თუ არა ახალი ლიდერები. მან გამორიცხა თავისი გადადგომა. ბუშის გამოსვლას დადებითად შეხვდა ისრაელიც. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა შიმონ პერესმა თქვა, რომ ბუშის წინადადებას დაკონკრეტება და დაუყოვნებლივ რეალისტურად განხორციელება სჭირდება.
ჯორჯ ბუშის გეგმა, რომელიც 3 წელიწადში პალესტინელთა სახელმიწიფოს შექმნას ითვალისწინებს, მსოფლიო პოლიტიკოსების მიერ დადებითად იქნა მიღებული. ევროპის კავშირის წარმომადგენელმა ხავიერ სოლანამ განაცხადა, რომ ევროპის კავშირი პალესტინელებს საპარლამენტო არჩევნების მოწყობაში დაეხმარება, რათა მან საკუთარი ახალი ხელისუფლების არჩევა შესძლოს.
კრემლის თანახმად, მისი პოზიცია ახლსაა ვაშინგტონისასთან.
დღეს ისრაელის ჯარი განაგრძობდა ოპერაციას პალესტინელთა ტერიტორიაზე. დახოცეს პალესტინის უშიშროების სამსახურის 4 წევრი, დააკავეს 150 ადამიანი, მათ შორის ქალაქ ჰებრონის დაზვერვის სამსახურის უფროსი.
XS
SM
MD
LG