Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების


სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები კანადაში, ქალაქ კანანასკისში შეიკრიბნენ.

სამრეწველო თვალსაზრისით მსოფლიოს წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები კანადაში, ქალაქ კანანასკისში შეიკრიბნენ.
შეხვედრის მონაწილეთა მიზანია ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტზე, ტერორიზმზე და ეკონომიკის გლობალიზაციაზე მსჯელობა. მათ რიცხვშია არიან აშშ-ის, იაპონიის, ბრიტანეთის, საფრანგეთის, იტალიის, კანადის, გერმანიის და რუსეთის სახელმწიფოთა მეთაურები. ეს უკანასკნელი ამ ჯგუფში სხვა ნიშნების გამო მოხვდა.
აშშ-ის პრეზიდენტი ჯორჯ ბუში შეხვედრის დაწყებამდე ესაუბრა ბრიტანეთის პრემირს ტონ ბლერს და გაიმეორა თავისი მოსაზრება, რომ პალესტინელებს ლიდერი უნდა შეიცვალოს, მისი თქმით, სტატუს კვო მიუღებელია.

შეხვედრის ადგილთან პროტესტანტები არ მიუშვეს, საპროტესტო, თუმცა არაფართო მასშტაბის გამოსვლა მოეწყო. დედაქალაქ ოტავაში გლობალიზაციის მოწინააღმდეგეთა უფრო დიდ აქციებს ელიან.
XS
SM
MD
LG