Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჩინეთმა და რუსეთმა ჟენევაში, განიარაღების


ჩინეთმა და რუსეთმა ჟენევაში, განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოადგინეს ერთობლივი პროექტი კოსმოსურ სივრცეში იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.

ჩინეთმა და რუსეთმა ჟენევაში, განიარაღების საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე წარმოადგინეს ერთობლივი პროექტი კოსმოსურ სივრცეში იარაღის გაუვრცელებლობის შესახებ.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ გამალებული შეიარაღება კოსმოსსაც ემუქრება. რუსეთის წარმომადგენლის, ლეონიდ სკოტნიკოვის თქმით, პროექტი ითვალისწინებს ყველა შესაძლო ზომის მიღებას ამ მუქარის თავიდან ასაცილებლად. მოსკოვისა და პეკინის წინადადებები ეწინააღმდეგება ვაშინგტონის გეგმებს ახალი ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის შესაქმნელად და, როგორც ჩანს, უარყოფილი იქნება შეერთებული შტატების მიერ.
XS
SM
MD
LG