Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ჯარს მეოთხე დღეა უკვე


ისრაელის ჯარს მეოთხე დღეა უკვე ალყაში ჰყავს მოქცეული პალესტინელთა დაზვერვის შტაბ-ბინა ქალაქ ჰებრონში,

ისრაელის ჯარს მეოთხე დღეა უკვე ალყაში ჰყავს მოქცეული პალესტინელთა დაზვერვის შტაბ-ბინა ქალაქ ჰებრონში,
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, სადაც იმალება 15 ექსტრემისტი, რომელთა გაცემასაც ისრაელი მოითხოვს. თვითმხილველთა ცნობით, დღეს, ტანკებისა და ბულდოზერის მეშვეობით, ჯარისკაცებმა შენობაში შეჭრა სცადეს. თუმცა, ისრაელ სამხედროებს არ დაუდასტურებიათ ეს ცნობა. პალესტინელთა ხელმძღვანელობის ერთ-ერთმა ყოფილმა წევრმა ექსტრემისტებს გადასცა სამხედროების მოთხოვნა – დაჰყარონ იარაღი და ჩაბარდნენ. სამხედროებმა განაცხადეს, რომ ექსტრემისტებთან არ გამართავენ მოლაპარაკებას. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა, რომ სამშაბათიდან მოყოლებული, ისრაელის ჯარს ჰებრონში, პალესტინელთა სპეცსამსახურების 20-დე თანამშრომელი ჩაბარდა. მათ დაასახელეს ადგილმდებარეობა რამდენიმე ქარხნისა, რომლებიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებენ. ისრაელის ჯარს პალესტინელთა 7 დასახლებული პუნქტი აქვს დაკავებული მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე.
XS
SM
MD
LG