Accessibility links

logo-print

კანადის ქალაქ კანანასისში მსოფლიოს 8


კანადის ქალაქ კანანასისში მსოფლიოს 8 წამყვანი მაღალგანვითარებული ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი შეხვედრა დამთავრდა.

კანადის ქალაქ კანანასისში მსოფლიოს 8 წამყვანი მაღალგანვითარებული ქვეყნის ლიდერთა ორდღიანი შეხვედრა დამთავრდა.
თათბირის მონაწილენი შეთანხმდნენ მრავალმილიონიანი დახმარება აღმოუჩინონ აფრიკის ქვეყნებს, რაც ხელს შეუწყობს იქ ვითარების სტაბილიზაციასა და უცხოური ინვესტიციების მიზიდვას. ”ახალი პარტნიორობა აფრიკის განვითარებისათვის” – ასე ეწოდება შეთანხმებას, რომელსაც სანანასისში დამთავრებული თათბირის მონაწილეებმა მოაწერეს ხელი. როგორც გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა განაცხადა, ხსენებული შეთანხმება შესაძლოა ”შემობრუნების წერტილი გახდეს აფრიკის ისტორიაში”. 8 ქვეყნის ლიდერებმა ივალდებულეს 20 მილიარდი დოლარი გამოჰყონ მომავალი 10 წლის განმავლობაში, რაც ჯერ რუსეთში, ხოლო შემდეგ სხვა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში მასობრივი განადგურების იარაღის, ქიმიური შეიარაღებისა და მოძველებულ წყალქვეშა ნავებზე დამონტაჟებული ატომური რეაქტორების ლიკვიდაციას მოხმარდება.
XS
SM
MD
LG