Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო


ყირგიზეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი ჯალალაბადის ოლქში მარტში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ამნისტიის შესახებ.

ყირგიზეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო კანონი ჯალალაბადის ოლქში მარტში მომხდარი საპროტესტო გამოსვლების მონაწილეთა ამნისტიის შესახებ.
დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს მთავრობის წინადადებას – შეიწყალონ როგორც ოპოზიციური დეპუტატის, აზიმბეკ ბეკნაზაროვის მხარდამჭერი აქციის მონაწილენი, ასევე მილიციელებიც, რომლებსაც 6 დემონსტრანტის მკვლელობაში ედებათ ბრალი. ამნისტია ვრცელდება თავად ბეკნაზაროვზეც, რომელიც თანამდებობის ბოროტად გამოყენების ბრალდებით იხდის სასჯელს. მაგრამ, დეპუტატმა უარი თქვა ამნისტიაზე და განზრახული აქვს სასამართლოს დაუმტკიცოს თავისი უდანაშაულობა.
XS
SM
MD
LG