Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ივან


რუსეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ივან რიბკინმა მთავრობას მოუწოდა

რუსეთის სოციალისტური პარტიის ლიდერმა ივან რიბკინმა მთავრობას მოუწოდა
– გამოეხმაუროს ჩეჩნეთის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის წინადადებას სამშვიდობო მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ. პრეზიდენტ პუტინისადმი გაგზავნილ ღია წერილში, სახელმწიფო დუმის ყოფილმა თავმჯდომარემ, რიბკინმა განაცხადა, რომ რუსი ხალხი გმობს ჩეჩნეთის ომს. მისივე თქმით, ამ ომს ” ხალხი და მატერიალური რესურსები ეწირება, ამასთანავე საზოგადოების დაქსაქსვა და ჯარის დემორალიზაცია მოსდევს”. რიბკინმა განაცხადა, რომ ახლახან გენერალურ პროკურატურაში იყო მიწვეული თათბირზე, რომელიც რუსეთსა და ჩეჩნეთის რესპუბლიკას შორის 1997 წელს ხელმოწერილ სამშვიდობო შეთანხმებას ეხებოდა. რიბკინი მაშინ, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარეობდა. 97-წლის მოლაპარაკებებში ალექსანდრ ლებედი და ბორის ბერეზოვსკიც მონაწილეობდნენ.
XS
SM
MD
LG