Accessibility links

ფილიპინების სამხრეთში სამთავრობო ჯარი განაგრძობს


ფილიპინების სამხრეთში სამთავრობო ჯარი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფების, ”აბუ საიაფის” მებრძოლთა წინააღმდეგ.

ფილიპინების სამხრეთში სამთავრობო ჯარი განაგრძობს სამხედრო ოპერაციას ისლამისტთა ექსტრემისტული დაჯგუფების, ”აბუ საიაფის” მებრძოლთა წინააღმდეგ.
როგორც ქვეყნის პრეზიდენტმა გლორია აროიომ განაცხადა, ყველაზე ფართომასშტაბიანი ოპერაცია დღეს კუნძულ სულუზე წარიმართა. პრეზიდენტის თქმით, ჯარი კვალდაკვალ მისდევს ”აბუ საიაფის” 2 ლიდერს და უკვე დაიკავა ტერორისტთა 4 ბაზა. უკანასკნელი წლების მანძილზე, ფილიპინელი ექსტრემისტებს უცხოელი მოქალაქეები და ქრისტიანები აჰყავდათ მძევლად ქვეყნის სამხრეთ რაიონებში. შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ ”აბუ საიაფი” ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ-ყაიდასთანაა” დაკავშირებული.
XS
SM
MD
LG