Accessibility links

logo-print

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქაშმირში 17


განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქაშმირში 17 ადამიანი დაიღუპა

განვლილი დღე-ღამის განმავლობაში ქაშმირში 17 ადამიანი დაიღუპა
ინდოეთ-პაკისტანის საზღვარზე, ქაშმირში, განვლილი დღე-ღამის განმავლობაში, ისლამისტ ექსტრემისტთა თავდასხმების შედეგად სულ ცოტა 17 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთის პოლიციის ცნობით, დაღუპულთა შორის – სპეცსამსახურების 3 თანამშრომელია. ისლამისტ სეპარატისტთა დაჯგუფება ”ჰიზბ-ულ-მუჯაჰიდინმა”, რომელსაც პაკისტანში აქვს ბაზა, განაცხადა, კვლავაც გააგრძელებს ქაშმირში ინდოეთის ხელისუფალთა წინააღმდეგ ბრძოლას. ამ დაჯგუფების განცხადებაში ნათქვამია, რომ ძალადობის აქტები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე ინდოეთი არ გაიყვანს ჯარს ქაშმირიდან, რომელიც, სეპარატისტთა მტკიცებით, უკანონოდა აქვს ოკუპირებული დელის. პაკისტანის პრეზიდენტმა ფერვეზ მუშარაფმა არაერთგზის განაცხადა, რომ ბოლოს მოუღებს ისლამისტ ექსტრემისტთა თარეშს ქაშმირში. მაგრამ, თავდასხმები მშვიდობიან მოქალაქეებსა და ინდოელ ჯარისკაცებზე, ქაშმირში, არ წყდება.
XS
SM
MD
LG