Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის საკითხი აშშ-ში ცხარე დისკუსიას იწვევს


ელენე ლორთქიფანიძე, პრაღა ოთხშაბათს სან-ფრანცისკოს ფედერალურმა სააპელაციო სასამართლომ ორი ხმით ერთი წინააღმდეგ გადაწყვიტა, რომ “ერთგულების აღთქმა”,

რომელსაც ყოველ დილით წარმოთქვამენ სკოლის მოსწავლეები მთელს შეერთებულ შტატებში, ქვეყნის კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. მეორე დღეს, მას შემდეგ რაც, ერთმა მოსამართლემ აზრი შეიცვალა, შეერთებული შტატების იუსტიციის სამინიტრომ საქმის ხელმეორედ გარჩევა მოითხოვა.

ხუთშაბათსვე შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლოიმ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ხელმოკლე მშობლებს მიეცემათ ვაუჩერები, რათა მათ შვილების კერძო სკოლებში გაგზავნა შეძლონ, თუ სახელმწიფო სკოლებით უკმაყოფილონი არიან.

ამ გადაწყვეტილების მომხრეების აზრით, სკოლის არჩევის საკითხში ეს გაათანაბრებს ფინანსურად წელგამართული და ღარიბი მშობლების შესაძლებლობებს. გადაწყვეტილების მოწინააღმდეგეები კი ამბობენ, რომ ზოგიერთი მშობელი მიიღებს რა ვაუჩერს, შვილს რელიგიურ სკოლაში გაგზავნის. ხოლო სახელმწიფო ფულის რელიგიური სკოლების სალაროში გაგზავნა ეწინააღმდეგება კონსტიტუციას.

ზემოთნახსენების ორივე საქმის ფოკუსშია კონსტიტუციის პირველი შესწორების პასაჟი, რომლის თანახმად, “კონგრესი ვერ მიიღებს რელიგიის მხარდაჭერის ვერავითარ კანონს.”

საქმის გარჩევა ერთგულების ფიცის გარშემო დაიწყო იმ ათეისტი მშობლის სარჩელის საფუძველზე, რომლმაც თქვა, რომ მის მეორეკლასელ ქალიშვილს არ უნდა აიძულებდნენ, მოისმინოს თანაკლასელების მიერ წარმოთქმული ფიცი. კალიფორნიისა და სხვა მრავალი შტატის კანონით, სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებულმა ყველა სკოლამ, დღე ამ ფიცის ხმამაღალი წარმოთქმით უნდა დაიწყოს.

ამ სარჩელის მომხრეები აღიარებენ, რომ ბავშვი არ არის ვალდებული მიუერთდეს ამ ყოფელდღიურ ცერემონიას, მაგრამ ამან შეიძლება თანაკლასელთაგან მისი გარიყვა-გაუცხოება გამოიწვიოს.

სასამართლომ გადაწყვიტა, რომ ხმარება ფრაზისა “ღვთის წყალობით”, ისეთივე მიუღებელია, როგორც “იესოს წყალობით”, “ვიშნუს წყალობით” ან ”ზევსის წყალობით”.

რეაქცია იყო გააფთრებული და თითქმის ცალმხრივი. პრეზიდენმა ჯორჯ ბუშმა, კონგრესის წევრებმა და რიგითმა მოქალაქეებმა გადაწყვეტილება შეაფასეს როგორც “სასაცილო”.

ხუთშაბათს სენატის წევრები, ერთის გამოკლებით, (რომელიც ავად იყო) დილაადრიანად გამოცხადნენ კონგრესის შენობაში, რათა მიეღოთ მონაწილეობა “ერთგულების აღთქმის” კოლექტიურ წარმოთქმაში.

“მე ვუდებ ერთგულების ფიცს შეერთებული შტატების დროშას და რესპუბლიკას, რომელსაც ის წარმოადგენს”.. აქ სენატორებმა პატარა პაუზა გააკეთეს და შემდეგ დაამთავრეს: “ერთი ერი, ღვთის მფარველობის ქვეშ, განუყოფელი, თავისუფლებითა და სამართლანობით ყველასთავის.” [სენატორების ხმა]

“ერთგულების ფიცი” 1892 წელს ბაპტისტმა მღვდელმა დაწერა და მიუხედავად იმისა, რომ თავად რელიგიური პირი იყო, ტექსტში ღმერთი არ უხსენებია. 1954 წელს კონგრესის საგანგებო აქტით, რომელსაც პრეზიდენტმა დუაიტ ეიზენჰაუერმა მოაწერა ხელი, მას სიტყვა “ღმერთი” დაემატა. ერთი ექსპერტის ვარაუდით, იმის ხაზგასასმელად, რომ ამერიკა, საბჭოთა კავშირისგან განსხვავებით, მოწმუნე ქვეყანაა.
XS
SM
MD
LG