Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

იგორ ივანოვი ჩეჩნეთში ეუთოს მისიის


იგორ ივანოვი ჩეჩნეთში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ

იგორ ივანოვი ჩეჩნეთში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა საგულდაგულოდ განიხილავს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის თხოვნას ჩეჩნეთში ეუთოს მისიის მანდატის გაგრძელების შესახებ. არსებული შეთანხმების ძალით, მოსკოვს შეუძლია ამ წლის ბოლოს შეუწყვიტოს ეუთოს მისიას ჩეჩნეთში ყოფნის მანდატი. ეუთოს ამჟამინდელ თავმჯდომარესთან, პორტუგალიის საგარეო საქმეთა მინისტრ ჟაიმე გამასთან მოლაპარაკების შემდეგ ივანოვმა თქვა, რომ ვიდრე უპასუხებდეს ეუთოს თხოვნას, რუსეთის მთავრობამ სათანადო შეფასება უნდა მისცეს ჰუმანიტარულ ვითარებას ჩეჩნეთში.
XS
SM
MD
LG