Accessibility links

logo-print

სამხრეთ ავსტრალიაში პოლიცია დაეძებს 30


სამხრეთ ავსტრალიაში პოლიცია დაეძებს 30 არალეგალურ იმიგრანტს,

სამხრეთ ავსტრალიაში პოლიცია დაეძებს 30 არალეგალურ იმიგრანტს,
რომლებმაც ლტოლვილთა ბანაკ ვუმერადან მოახერხეს წუხელ გაქცევა. 30-თივეს უარი უთხრეს ავსტრალიაში თავშესაფრის მიღებაზე. პოლიციამ დააპატიმრა ავსტრალიის ერთ-ერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის 4 აქტივისტი, რომლებიც ამ გაქცევის მოწყობაში არიან ეჭვმიტანილი. იმიგრაციის მინისტრმა ფილიპ რადოკმა განაცხადა, რომ ჯერ 15 იმიგრანტი გაიქცა ბანაკიდან, შემდეგ კიდევ 20-მა ისარგებლა შემთხვევით და გაუჩინარდა. უმრავლესობა არალეგალური იმიგრანტებისა ვუმერას ბანაკში, რომელიც 200-ს ადამიანს იტევს, ირანელები, ერაყელები და ავღანელებია. ბევრ მათგანს, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი უთხრეს, მაგრამ ვერ ხერხდება მათი დაბრუნება სამშობლოში, ვინაიდან ხსენებულ ქვეყნებთან ავსტრალიას არა აქვს დადებული შეთანხმებები რეპატრიაციის თაობაზე.
XS
SM
MD
LG