Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ


დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მელერმა განაცხადა,

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა პერ სტიგ მელერმა განაცხადა,
რომ ვიდრე მოლაპარაკებას დაიწყებდეს ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე, თურქეთმა უნდა განაგრძოს პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების განხორციელება. მომავალი კვირიდან, ევროკავშირს დანია უთავმჯდომარევებს მორიგეობით. ევროკავშირის რეკომენდაციების თანახმად, იმ ქვეყნებში, რომლებიც ევროკავშირში გაწევრიანებას ესწრაფვიან, ღია დემოკრატიული სისტემა უნდა არსებობდეს და განუხრელად უნდა იქნეს დაცული ადამიანის უფლებები. ევროკავშირი მოუწოდებს თურქეთს – გააუქმოს სიკვდილით დასჯა, აღიაროს ქურთი უმცირესობის უფლებები და მოაგვაროს კონფლიქტი კუნძულ კვიპროსზე, რომელიც თურქულ და ბერძნულ ნაწილებადაა ორად გაყოფილი.
XS
SM
MD
LG