Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაშველები განაგრძობენ დაღუპულებისა და დაჭრილების


მაშველები განაგრძობენ დაღუპულებისა და დაჭრილების ძებნას სამხრეთ ავღანეთის ქალაქ სპინ-ბოლდაკში,

მაშველები განაგრძობენ დაღუპულებისა და დაჭრილების ძებნას სამხრეთ ავღანეთის ქალაქ სპინ-ბოლდაკში,
სადაც პარასკევს იარაღისა და ტყვია-წამლის საწყობი აფეთქდა. სულ ნანგრევებიდან, ხუთი დაღუპულის გვამები ამოიღეს, თუმცა ადგილობრივი მაცხოვრებლები ვარაუდობენ, რომ აფეთქების შედეგად 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დაჭრილების რიცხვი 40-ს აღემატება. ადგილობრივმა საველე მეთაურმა ფაზალუდინ აღამ განაცხადა, რომ პირველი აფეთქება, საწყობს მოხვედრილმა რაკეტამ გამოიწვია. შემდეგ, ნაღმების დეტონაციას კიდევ რამდენიმე აფეთქება მოჰყვა. ქაბულში, ავღანეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ დინ მოჰამად ჯურათმა, ჩვენი რადიოს კორესპონდენტს უთხრა, რომ ქალაქის იმ შემოგარენში, საერთაშორისო აეროპორტის მახლობლად, სადაც მრავალეროვანი სამშვიდობო ძალებია დისლოცირებული, ორი რაკეტა აფეთქდა დღეს, მაგრამ არავინ დაშავებულა.
XS
SM
MD
LG