Accessibility links

logo-print

ყირგიზეთის დაბა ქერბენში საპროტესტო დემონსტრაცია


ყირგიზეთის დაბა ქერბენში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა

ყირგიზეთის დაბა ქერბენში საპროტესტო დემონსტრაცია გაიმართა
ყირგიზეთის დაბა ქერბენში ოპოზიციური დეპუტატის, აზიმბეკ ბეკნაზაროვის 5 ათასამდე მომხრემ დღეს საპროტესტო დემონსტრაცია მოაწყო. ისინი მოითხოვენ, რომ გაუქმებულ იქნეს ბაკნაზაროვისადმი წაყენებული ყველა ბრალდება. დემონსტრანტები პროტესტს გამოთქვამენ იმის გამოც, რომ მთავრობამ გადაწყვიტა ამნისტიის საფუძველზე გაათავისუფლოს ის მილიციელები, რომლებიც ქვეყნის სამხრეთ რაიონებში, მარტში მოწყობილი საპროტესტო მიტინგების დარბევაში მონაწილეობდნენ. შეტაკებებისას, მაშინ, 6 დემონსტრანტი დაიღუპა. ამასობაში, ქალაქ ჯალალაბადის მილიციის თანამშრომლები დღეს სამსახურში არ გამოცხადდნენ; ისინი მოითხოვენ, რომ მათი კოლეგების წინააღმდეგ არ იქნეს აღძრული სისხლის სამართლის საქმე.
XS
SM
MD
LG