Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო


შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო განაჩენი,

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო განაჩენი,
ბელორუსიის სასამართლომ რომ გამოუტანა 2 ჟურნალისტს, რომლებმაც პრესაში, პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა გააკრიტიკეს. გაზეთ ”პაგონიას” მთავარ რედაქტორს ნიკოლაი მარკევიჩსა და რედაქციის თანამშრომელს პაველ მოჟეიკოს იძულებითი მუშაობა მიუსაჯა სასამართლომ შესაბამისად 2 და ორნახევარი წლის ვადით. სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-მდივანმა რიჩარდ ბაუჩერმა ბელორუსიის სასამართლოს გადაწყვეტილებას ”სიტყვის თავისუფლების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებსა და პრესის თავისუფლებაზე თავდასხმა” უწოდა. ”ჟურნალისტებისათვის გამოტანილი განაჩენი პოლიტიკური შურისძიებაა და სხვა არაფერი”-აღნიშნა რიჩარდ ბაუჩერმა.
XS
SM
MD
LG