Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა


შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა,
რომ კომპანიების ის ხელმძღვანელები, რომლებიც საფინანსო მაქინაციებში არიან მხილებული – სასამართლოს წინაშე წარსდგებიან. ბუშმა აღნიშნა ამასთანავე, რომ ამიერიდან ამ ადამიანებს აღარ ექნებათ უფლება ხელმძღვანელი თანამდებობები დაიკავონ ამერიკულ კომპანიებში. თავის ყოველკვირეულ რადიომიმართვაში ჯორჯ ბუშმა თქვა, რომ შეერთებული შტატების მთავრობა არ დაუშვებს იმას, რომ ინვესტორებსა და კომპანიების თანამშრომლებს უნდობლობა აღეძრას ამერიკული ბიზნესის მიმართ. პრეზიდენტმა ბუშმა გამოაქვა რწმენა, რომ ქვეყანაში უკანასკნელ დროს მომხდარი საფინანსო სკანდალების მიუხედავად, შეერთებული შტატების ეკონომიკა კვლავაც ”ჯანსაღი და ძლიერია”.
XS
SM
MD
LG