Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სამშვიდობო ძალებს ქაბულის აეროპორტში თურქეთი


სამშვიდობო ძალებს ქაბულის აეროპორტში თურქეთი უმეთაურებს.

სამშვიდობო ძალებს ქაბულის აეროპორტში თურქეთი უმეთაურებს.
დღეიდან, თურქეთის სამხედრო სარდლობას დაექვემდებარება ქაბულის
აეროპორტში განთავსებული 2.400-კაციანი მრავალეროვანი სამშვიდობო კონტინგენტი. თურქეთის სამხედრო-საჰაერო ძალების პოლკოვნიკმა ქაზემ ონდულმა ბრიტანელი კაპიტნის, გრეჰემ სტეისისაგან გადაიბარა ამ სამხედრო შენაერთის მეთაურობა. აეროპორტი, რომელიც სერიოზულად დაზიანდა ჯერ საბჭოელთა ოკუპაციის, ხოლო შემდეგ ავღანეთში გაჩაღებული სამოქალაქო ომის შედეგად, თალიბების მმართველობის დროს დახურული იყო. 6 თვის ვადით, თურქეთი 20 ივნისს ჩაუდგა სათავეში ქაბულში განთავსებულ სამშვიდობო ძალებს. ამ ძალებში 19 სახელმწიფოა წარმოდგენილი.
XS
SM
MD
LG