Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სარკინიგზო ხაზზე, ისრაელის ქალაქ ლოდის


სარკინიგზო ხაზზე, ისრაელის ქალაქ ლოდის მახლობლად, დღეს ყუმბარა აფეთქდა სწორედ იმ დროს, როცა ლიანდაგზე მატარებელი მიდიოდა.

სარკინიგზო ხაზზე, ისრაელის ქალაქ ლოდის მახლობლად, დღეს ყუმბარა აფეთქდა სწორედ იმ დროს, როცა ლიანდაგზე მატარებელი მიდიოდა.
3 მგზავრი დაიჭრა, 1 ვაგონი – დაზიანდა. ისრაელის პოლიციამ აფეთქების მოწყობაში ეჭვმიტანილი პალესტინელი დააკავა. უკანასკნელ დროს ჩვეულ მოვლენად იქცა ისრაელში აფეთქებები ავტობუსების გაჩერებებსა და თავად ავტობუსებშიც, რასაც პალესტინელი თვითმკვლელი ტერორისტები აწყობენ, თუმცა დღევანდელი აფეთქება – პირველია სარკინიგზო ხაზზე. ამასობაში ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ბინიამინ ბენ-ელიეზერმა განაცხადა, რომ ისრაელს განზრახული აქვს 10 ებრაული დასახლება დაანგრიოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე და მოახდინოს იქ მყოფთა ევაკუაცია. ბენ-ელიეზერის თქმით, ძალზედ ძნელია ხსენებულ დასახლებებში უშიშროების უზრუნველყოფა. პალესტინელი ტერორისტები ხშირად აწყობენ ებრაულ დასახლებებზე თავდასხმებს. პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირსა და ღაზის სექტორში ყველა ებრაული დასახლების ლიკვიდაციას მოითხოვს.
XS
SM
MD
LG