Accessibility links

logo-print

ყვითელ ზღვაში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ


ყვითელ ზღვაში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა სროლა ატყდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთი კორეის კატარღებს შორის,

ყვითელ ზღვაში გუშინდელი ინციდენტის შემდეგ, როცა სროლა ატყდა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისა და სამხრეთი კორეის კატარღებს შორის,
უაღრესად დაიძაბა ვითარება კორეის ნახევარკუნძულზე. სამხრეთი კორეის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა, გენერალ-მაიორმა ან კი-სუკმა დღეს განაცხადა, რომ ყვითელ ზღვაში მომხდარი შეტაკების შედეგად სულ ცოტა 30 სამხრეთ კორეელი მეზღვაურია მოკლული, ან დაჭრილი. სამხრეთი კორეის პრეზიდენტმა კიმ დე ჩჟუნმა განაცხადა, რომ უშიშროების საგანგებო ზომების მიღება უბრძანა ქვეყნის შეიარაღებულ ძალებს. სეული ბოდიშის მოხდას მოითხოვს ფხენიანისაგან და აცხადებს, რომ კორეის სახელხო-დემოკრატიულმა რესპუბლიკამ ის შეთანხმება დაარღვია დაზავების შესახებ, რომელმაც 50 წლის წინათ ბოლო მოუღო ომს კორეის ნახევარკუნძულზე. შეერთებულმა შტატებმა ამ ინციდენტს, ჩრდილოეთი კორეის მხრიდან "შეიარაღებული პროვოკაცია” უწოდა.
XS
SM
MD
LG