Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს, ქაბულში, ავღანეთის ყოფილი დედოფალი


დღეს, ქაბულში, ავღანეთის ყოფილი დედოფალი ჰომაირა შაჰი დაკრძალეს.

დღეს, ქაბულში, ავღანეთის ყოფილი დედოფალი ჰომაირა შაჰი დაკრძალეს.
86 წლის ყოფილი დედოფალი ოთხშაბათს გარდაიცვალა იტალიაში გულის შეტევით. დაკრძალვის ცერემონიალზე, ყოფილ მეფეს მოჰამად ზაჰირ შაჰს თან ახლდნენ ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაური ჰამიდ კარზაი და ყოფილი პრეზიდენტი ბურანუდინ რაბანი. ჰომაირა და ზაჰირ შაჰი 1931 წელს შეუღლდნენ. 1973 წელს, როცა ავღანეთში სახელმწიფო გადატრიალება მოხდა, ცოლ-ქმარი იტალიაში გადასახლდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დედოფალმა ჰომაირამ აპრილში ვერ შესძლო თავის მეუღლესთან ერთად ქაბულში დაბრუნება და იძულებული გახდა იტალიაში დარჩენილიყო.
XS
SM
MD
LG