Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ


ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ტიაბლინმა განაცხადა,

ყირგიზეთის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ პიოტრ ტიაბლინმა განაცხადა,
რომ უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა, ბიშკეკში, ჩინეთის საელჩოს პირველი მდივანი ვან ჯან პინი და უიგური ბიზნესმენი ნურმუჰამედ უმაროვი მოკლეს. თავდასხმა ავტომანქანაზე, რომელშიც ჩინელი დიპლომატი და ნურმუჰამედ უმაროვი ისხდნენ, შაბათს ღამით მოხდა ყირგიზეთის დედაქალაქის ცენტრში. ტიაბლინს არაფერი უთქვამს ამ თავდასხმის მოტივის შესახებ, თუმცა ადრე, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ომურბექ ეგემბერდიევმა განაცხადა, რომ შეიარაღებული თავდასხმა, როგორც ჩანს, უიგურმა ნაციონალისტებმა განახორციელეს. 2 წლის წინ, უიგურმა ნაციონალისტებმა, ბიშკეკში სტუმრად ყოფი ჩინეთის დელეგაციის ორი წევრი მოკლეს ცეცხლსასროლი იარაღით. დასავლეთი ჩინეთის ცინძიანის პროვინციიდან ყაზახეთსა და ყირგიზეთში გაიხიზნენ, ჩინეთისაგან ხსენებული პროვინციის გამოყოფას მოითხოვენ.
XS
SM
MD
LG