Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწყრების გააქტიურების შედეგად, რაც კოკისპირულმა


მეწყრების გააქტიურების შედეგად, რაც კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია,

მეწყრების გააქტიურების შედეგად, რაც კოკისპირულმა წვიმამ გამოიწვია,
სამხრეთ-აღმოსავლეთი ჩინეთის ფუძიანის პროვინციაში დღეს 10 ადამიანი დაიღუპა და 22 დაშავდა. უკანასკნელი რამდენიმე კვირის განმავლობაში განუწყვეტელმა წვიმამ ჩინეთის 18 პროვინციაში წყალდიდობა გამოიწვია, რის შედეგად სულ ცოტა 543 ადამიანი დაიღუპა, ხოლო კიდევ ასობით სხვა – უგზო-უკვლოდაა დაკარგული. 700,000 ადამიანი უსახლკაროდაა დარჩენილი, დაინგრა 590,000 სახლი; დაიტბორა ვეებერთელა ტერიტორია.
XS
SM
MD
LG