Accessibility links

დღეს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით


დღეს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ.

დღეს საქართველოს სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ.
მისი ვიზიტის ფარგლებში მხარეები განიხილავენ საერთოევროპულ სივრცეში სამხრეთ-აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნების ინტეგრაციის პროცესის გააქტიურებასთან დაკავშირებულ პრობლემებსა და ორმხრივი ურთიერთობის საკითხებს. როგორც დღევანდელ რადიოინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ განაცხადა, ორი ქვეყნის ურთიერთობები “სწრაფად და დინამიკურად” ვითარდება. შევარდნაძის თქმით, რუმინეთი აქტიურად უჭერს მხარს ახალი ევროპის მშენებლობას და ამ თვალსაზრისით ავითარებს ურთიერთობებს სამხრეთი კავკასიის ქვეყნებთან.
XS
SM
MD
LG