Accessibility links

logo-print

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას ედუარდ შევარდნაძეს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეათე წლისთავი მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თავის ქართველ კოლეგას ედუარდ შევარდნაძეს რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების მეათე წლისთავი მიულოცა.

რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, მისალოც წერილში პუტინმა ხაზი გაუსვა საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის საქმეში რუსეთისა და საქართველოს ძალისხმევის გაერთიანების მნიშვნელობას. “მნიშვნელოვანია, რომ რუსი და ქართველი სამართალდამცავების ერთობლივმა მოქმედებებმა პრაქტიკული შედეგები გამოიღოს ბანდიტების ნეიტრალიზებისა და მათ ხელშემწყობთა აქტიურობის აღკვეთის საქმეში”, ნათქვამია მისალოც წერილში. ანალოგიური მილოცვა დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ირაკლი მენაღარიშვილმა თავის რუს კოლეგას იგორ ივანოვს გაუგზავნა.
XS
SM
MD
LG