Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრეზიდენტის იონ ილიესკუს ვიზიტი თბილისში


რუმინეთის პრეზიდენტი იონ ილიესკუ თბილისს 3 დღიანი ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ეს არის რუმინეთში ედუარდ შევარდნაძის 2001 წლის ვიზიტის საპასუხო ვიზიტი.

გამომდინარე იქიდან, რომ რუმინეთმა ევრაზიულ სატრანსპორტო დერეფანში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის როლი შეიძინა, იონ ილიესკუს ვიზიტი საქართველოში მნიშვნელოვან ფაქტად განიხილება.

70 წელს გადაცილებული იონ ილიესკუ რუმინეთის ხელისუფლების სათავესთან 1990 წლიდან დგას. 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მას, როგორც სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერს რუმინელი ამომრჩევლის 70 პროცენტმა მისცა ხმა. უფრო ადრე, ათიოდე წლის წინ იონ ილიესკუს დიქტატურული მემკვიდრეობის ჩაბარება მოუხდა და როგორც, შარშან, ბუქარესტში ვიზიტისას ედუარდ შევარდნაძემ თქვა, სწორედ, ილიესკუმ ჩაუყარა საფუძველი კურსს, რომელმაც რუმინეთი ტანკებიდან და ტყვიამფრქვევებიდან ევროატლანტიკურ სივრცეში სრულფასოვანი ინტეგრაციის ზღურბლზე მიიყვანა.
იონ ილიესკუს და ედუარდ შევარდნაძის ბიოგრაფიებიც საკმარისია იმის მისახვედრათ, თუ რამდენად კარგად უნდა იცნობდეს ეს ორი პოლიტიკოსი ერთმანეთს. საქართველოს და რუმინეთის პრეზიდენტებს თანამშრომლობის ხანგრძლივი პრაქტიკა უდაოდ გააჩნია, მაგრამ, გაცილებით ხანგრძლივი და მრავლისმეტყევლია, თავად, საქართველოს და რუმინეთის ურთიერთობა. რუმინეთმა ერთ-ერთმა პირველმა სცნო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. საქართველოს და რუმინეთის ინტერესები ერთმანეთს , პრაქტიკულად, ყველა საფეროში ემთხვევა. ამ ინტერესებისთვის ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებას მნიშვენლოვნად უწყობს ხელს ევრაზიული სატრანსპორტო დერეფნის რეალობა.
რუმინეთს ევროკავშირის ტრასეკას პროექტში ერთ-ერთი საკვანძო ქვეყნის ფუნქცია ეკისრება. ამ პროექტის ფარგლებში უკვე მოქმედებს საბორნე გადასასვლელი ბათუმი-კონსტანცა, რომელიც არის ევროპისკენ უმოკლესი გადასასვლელი.
იონ ილიესკუს თბილისში ვიზიტით, გრძელდება დიალოგი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების საერთო ევროპულ პროცესებში ინტეგრაციის თაობაზე. ამ ვიზიტს ოფიციალური თბილისი მნიშვნელოვან დატვირთვას ანიჭებს, თუ რატომ, ამას საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი ასე განმარტავს:

[ირაკლი მენაღარიშვილის ხმა] “ეს არის საპასუხო ვიზიტი და იმ მნიშვნელობიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს და რუმინეთს შავი ზღვის აუზში ეკისრებათ, ეს ვიზიტი, ძალიან მნიშვნელოვანია.”


თბილისში რუმინეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრა უკვე შედგა. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა საქართველოს ნავთობის საერთაშორისო კორპორაციის პრეზიდენტთან გიორგი ჭანტურიასთანაც. გავრცელებული ინფორმაციით ილიესკუს საქართველოში ჩამოსვლა აზებაიჯანული ნავთობის სუფსა-კონსტანცას მიმართულებით ტრანსპორტირების წინადადებას უკავშირდება. ეს წინდადება კი, სწორედ, რუმენთის პრეზიდენტისგან მოდის. აღნიშნული წინადადების ირგვლივ მსჯელობის გარდა, დაგეგმილი იყო ორ ქვეყანას შორის საბაჟო და განათლების სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე შეთანხმებების გაფორმება. პრეზიდენტების მიერ ერთობლივი განცხადების ხელმოწერა და იონ ილიესკუსთვის აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო ცენტრის საპატიო წევრის სტატუსის მინიჭება. რუმინეთის პრეზიდენტი კახეთში ერეკლე მეორის სასახლეს, ალავერდის ტაძარსა და ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეომს მოინახულებს. მისი ვიზიტი საქართველოში, კიდევ, 2 დღეს გასტანს.
XS
SM
MD
LG