Accessibility links

logo-print

პენტაგონის ცნობით, სამხრეთ ავღანეთში, აშშ-ის


პენტაგონის ცნობით, სამხრეთ ავღანეთში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი ბომბი მიზანს აცდა

პენტაგონის ცნობით, სამხრეთ ავღანეთში, აშშ-ის სამხედრო თვითმფრინავის მიერ ჩამოგდებული ერთ-ერთი ბომბი მიზანს აცდა
და დაუდგენელ რაიონში ჩამოვარდა. სამხედრო თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს რამდენიმე ობიექტზე ყანდაარის მიდამოებში, სადაც მანამდე ცეცხლი გაუხსნეს ანტიტერორისტული კოალიციის ავიაპატრულს. ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით, საინფორმაციო სააგენტოები იუწყებიან, რომ ბომბი ჩამოვარდა სოფელში, სადაც მოსახლეობა ქორწილს ზეიმობდა. დაიღუპა 100-ზე მეტი, ხოლო დაშავდა რამდენიმე ათეული ადამიანი. პენტაგონის წარმომადგენელმა ჯეფ დევისმა განაცხადა, რომ ამერიკის სარდლობამ მიიღო ცნობა მსხვერპლის შესახებ, მაგრამ ვერ ადასტურებს, რომ ეს მართლაც დაბომბვის შედეგია.
XS
SM
MD
LG