Accessibility links

logo-print

ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო


ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომაზე, განიხილეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მომავლის საკითხი;

ბრიუსელში, ნატოს წევრი ქვეყნების საგანგებო სხდომაზე, განიხილეს ბოსნია-ჰერცეგოვინაში მოქმედი საერთაშორისო სამშვიდობო ძალების მომავლის საკითხი;
ამ ძალებისთვის მანდატის გაგრძელებას შეერთებულმა შტატებმა ვეტო დაადო. თუმცა, როგორც ნატოს წარმომადგენელმა ჟურნალისტებს აცნობა, დღევანდელი სხდომა საინფორმაციო ხასიათისაა და რაიმე გადაწყვეტილების მიღება დაგეგმილი არ ყოფილა. დღესვე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ ევროპის კავშირს მიმართა თხოვნით, დაგეგმილზე უფრო ადრე გადაიბაროს გაეროსგან სამშვიდობო კონტინგენტის ხელმძღვანელის ფუნქციები. ეს თხოვნაც შეერთებული შტატების ზემოხსენებულ ვეტოს უკავშირდება. ევროკავშირის წარმომადგენლის, გუნარ ვიგანდის თქმით, ამ თხოვნის შესრულება ტექნიკურად უაღრესად რთული იქნება. დღესვე, ნატოს პრესმდივანმა მარკ ლეიტიმ განაცხადა, რომ ბოსნიასთან დაკავშირებით ნატო კვლავაც ერთგული რჩება დეიტონის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებებისა.
XS
SM
MD
LG