Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

800-ზე მეტი მაშველი აწარმოებს სამძებრო


800-ზე მეტი მაშველი აწარმოებს სამძებრო სამუშაოებს გერმანიის სამხრეთში მდებარე ბოდენის ტბის სანაპიროზე, სადაც წუხელ ჰაერში შეტაკებული ორი თვითმფრინავის ნამსხვრევები ჩამოვარდა.

800-ზე მეტი მაშველი აწარმოებს სამძებრო სამუშაოებს გერმანიის სამხრეთში მდებარე ბოდენის ტბის სანაპიროზე, სადაც წუხელ ჰაერში შეტაკებული ორი თვითმფრინავის ნამსხვრევები ჩამოვარდა.
ამ წუთისთვის ნაპოვნია 26 გვამი, ზოგი მათგანი ჯერ კიდევ საკუთარ სამგზავრო ადგილებზე იმყოფებოდა ბაშკირეთის ავიახაზების თვითმფრინავში, რომელიც სატვირთო ”ბოინგ 757”-ს შეეჯახა. რუსეთის წარმომადგენლების ცნობით, ევროპელი საჰაერო დისპეჩერები იყვნენ დამნაშავე ამ კატასტროფაში, რომლის შედეგად დაიღუპა 69 მგზავრი და ორი მფრინავი. ”სუისეარის” დისპეჩერები იტყობინებიან, რომ ბაშკირეთის თვითმრინავმა დაგვიანებით უპასუხა ბრძანებას, რომ შეემცირებინა ფრენის სიმაღლე. ჩვენს დღევანდელ პროგრამაში ამ თემაზე უფრო დაწვრილებით გვექნება საუბარი.
XS
SM
MD
LG