Accessibility links

logo-print

გაეროს ექსპერტების აზრით, არაბულ სამყაროში


გაეროს ექსპერტების აზრით, არაბულ სამყაროში პირადი და სამოქალაქო თავისუფლებები უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

გაეროს ექსპერტების აზრით, არაბულ სამყაროში პირადი და სამოქალაქო თავისუფლებები უფრო მეტად იზღუდება, ვიდრე სხვა ქვეყნებში.
ანგარიშში, რომელიც დღეს გამოაქვეყნა გაეროს განვითარების პროგრამამ, ხაზგასმულია, რომ არაბული სახელმწიფოების ლიგის შემადგენლობაში შემავალ 22 ქვეყანაში ირღვევა მოქალაქეთა ცალკეული ჯგუფების – განსაკუთრებით ქალებისა და რელიგიური უმცირესობების – უფლებები. გაეროს სპეციალისტები აგრეთვე აღნიშნავენ განათლების სისტემის კატასტროფულ მდგომარეობას არაბულ ქვეყნებში, რომლებშიც 65 მილიონი წერა-კითხვის უცოდინარი ცხოვრობს. სასკოლო ასაკის 10 მილიონი ბავშვი არ დადის სკოლაში. გარდა ამისა, არაბულ სამყაროში უმუშევრობის საშუალო დონე – 15% – სამჯერ აღემატება მსოფლიოს საშუალო მაჩვენებელს. ანგარიშის ავტორები არაბულ ქვეყნებს მსოფლიო ბაზრებზე ნავთობის გაყიდვით მიღებული შემოსავლების არაეფექტიანად გამოყენებაში სდებენ ბრალს.
XS
SM
MD
LG