Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყებამ განაცხადა


გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყებამ განაცხადა, რომ ავღანეთის ჩრდილო და ცენტრალურ პროვინციებში შეწყდა ადგილნაცვალ პირთა შინდაბრუნება

გაეროს ლტოლვილთა საქმეების უწყებამ განაცხადა, რომ ავღანეთის ჩრდილო და ცენტრალურ პროვინციებში შეწყდა ადგილნაცვალ პირთა შინდაბრუნება
იმის გამო, რომ ამ რეგიონებში გრძელდება სამხედრო მოქმედებები. უწყების წარმომადგელის თქმით, ავღანეთში ძალადობის გახშირება არა მარტო ხელს უშლის მშობლიური ადგილებიდან ადრე განდევნილი მოსახლების დაბრუნებას, არამედ ახალ ლტოლვილთა გაჩენასაც უწყობს ხელს. გაერომ და ავღანეთის გარდამავალმა მთავრობამ ქვეყნის ჩრდილოეთში ერთობლივი დელეგაცია გაგზავნეს ამ რაიონში ვითარების დარეგულირების მიზნით. ზოგიერთი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია იძულებული ახლახან იძულებული შეიქნა თავისი თანამშრომლების ევაკუაცია მოეხდინა ავღანეთის იმ რაიონებიდან, სადაც ბრძოლები მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG