Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნატოს კავშირმა კვლავ მოუწოდა ბოსნიელ


ნატოს კავშირმა კვლავ მოუწოდა ბოსნიელ სერბებს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ მათი ყოფილი სამხედრო ლიდერი რადოვან კარაჯიჩი.

ნატოს კავშირმა კვლავ მოუწოდა ბოსნიელ სერბებს, ჰააგის საერთაშორისო ტრიბუნალს გადასცენ მათი ყოფილი სამხედრო ლიდერი რადოვან კარაჯიჩი.
დღეს აღმოსავლეთ ბოსნიაში სამხედრო ვერტმფრენებიდან ყრიდნენ პროკლამაციებს, რომლებშიც ნათქვამია, რომ შეერთებული შტატების ხელისუფლება მზად არის 5 მილიონი დოლარი გადაუხადოს იმას, ვინც კარაჯიჩის შესახებ ინფორმაციას წარმოადგენს. გუშინ საერთაშორისო სამშვიდობო ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა გაჩხრიკეს ბოსნიელი სერბების ყოფილი ლიდერის სახლი სარაევოს მახლობლად. ჰააგის ტრიბუნალი კარაჯიჩს გენოციდსა და სამხედრო ბოროტმოქმედებებში ადანაშაულებს. იგი 1997 წლიდან ემალება მართლმსაჯულებას.
XS
SM
MD
LG