Accessibility links

logo-print

ამერიკელი მოგზაური სტივ ფოსეტი, რომელმაც

ამერიკელი მოგზაური სტივ ფოსეტი, რომელმაც გუშინ დაასრულა დედამიწის გარშემო მოგზაურობა საჰაერო ბუშტით, ძლიერი ქარების გამო ჯერჯერობით ვერ ახერხებს დაჯდომას ავსტრალიის დასავლეთ სანაპიროზე, საიდანაც აიღო სტარტი.

ფოსეტის საჰაერო ბუშტი მიემართება სამხრეთი ავსტრალიისკენ, სადაც ამინდი უფრო ხელსაყრელია ხმელეთზე დაშვებისთვის. მეთვალყურეთა სიტყვებით, იგი ალბათ კიდევ ერთ ღამეს გაატარებს ჰაერში. საჰაერო ბუშტით, მარტო, დედამიწის გარშემო მოგზაურობის ამ უკვე მე-6 მცდელობისას ფოსეტმა 31 ათას კილომეტრზე მეტი დაფარა.
XS
SM
MD
LG