Accessibility links

logo-print

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ, ორდღიანი განხილვის


პარლამენტის რიგგარეშე სესიამ, ორდღიანი განხილვის შემდეგ,

პარლამენტის რიგგარეშე სესიამ, ორდღიანი განხილვის შემდეგ,
,,საქართველოს 2002 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 4 თვის შესრულების შესახებ ანგარიშის თაობაზე” დადგენილების პროექტი ვერ მიიღო, რადგან სესიის ბოლო დღეს, ოთხშაბათს გამართული კენჭისყრის შედეგად დადგენილების შეთანხმებული პროექტის წინააღმდეგ 70 დეპუტატი გამოვიდა, ხოლო მხარი 13-მა დაუჭირა. ამასთან, სხდომაზე მხარი არ დაუჭირეს ფრაქცია ,,დემოკრატების” მოთხოვნით კენჭისყრაზე დაყენებული აღნიშნული დადგენილების ერთ-ერთი პუნქტის ალტერნატიულ ვარიანტს, რომლითაც მიმდინარე წლის 4 თვის სახელმწიფო ბიუჯეტის შეუსრულებლობისათვის სახელმწიფო მინისტრის ავთანდილ ჯორბენაძის პასუხისმგებლობის საკითხი დგებოდა.

XS
SM
MD
LG