Accessibility links

logo-print

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს სამხრეთი


გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს სამხრეთი გერმანიის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ორი თვითმფრინავის ოთხივე შავი ყუთი ნაპოვნია.

გერმანიის ხელისუფლების განცხადებით, ორშაბათს სამხრეთი გერმანიის თავზე მომხდარი ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული ორი თვითმფრინავის ოთხივე შავი ყუთი ნაპოვნია.
1-ლ ივლისს ბოდენის ტბის მიდამოებში ერთმანეთს შეეტაკნენ სატვირთო თვითმფრინავი და რუსეთის სამგზავრო ლაინერი. მაშველები ამბობენ, რომ თვითმფრინავების თითქმის ყველა ნამსხვრევი ნაპოვნია. გერმანიის 30 ფედერალური აგენტი იქნა მობილიზებული 71 დაღუპულის ამოსაცნობად, რომელთა შორის 52 ბავშვი იყო ბაშკირეთიდან. შემთხვევის ადგილზე ჩადიან მსხვერპლთა მშობლები. როგორც მოელიან, ხვალ დაახლოებით 130 ნათესავი ჩავა შემთხვევის ადგილზე გერმანიის მთავრობის მიერ ორგანიზებული სპეციალური რეისებით. ბაშკირეთის პრემიერ-მინისტრმა რაფაელ ბაიდევლეტოვმა დღეს განაცხადა: [ბაიდევლეტოვის ხმა] ”135 ნათესავს სურს კატასტროფის ადგილზე ჩასვლა და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ამის ორგანიზებისთვის. დღეს, რამდენადაც ვიცი, გერმანიის მხარე ნათესავებს უფლებას აძლევს, ვიზების გარეშე ჩავიდნენ შემთხვევის ადგილზე”.
XS
SM
MD
LG