Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შვეიცარიის ხელისუფლება იძიებს ორშაბათს ღამით


შვეიცარიის ხელისუფლება იძიებს ორშაბათს ღამით მომხდარი ავიაკატასტროფის გარემოებებს.

შვეიცარიის ხელისუფლება იძიებს ორშაბათს ღამით მომხდარი ავიაკატასტროფის გარემოებებს.
ამ უბედური შემთხვევის შედეგად სამხრეთი გერმანიის თავზე ორი თვითმფრინავი შეეჯახა ერთმანეთს: რუსეთის ”ტუ-154” და სატვირთო ”ბოინგი”. დაიღუპა 71 ადამიანი, მათი უმრავლესობა იყო ბავშვები ბაშკირიიდან. გამოძიების მიზანია დადგინდეს, როგორ მოქმედებდნენ შვეიცარიის ფირმა ”სკაიგაიდის” ავიადისპეჩერები, რომლებიც აგებდნენ პასუხს საჰაერო სივრცის ამ სექტორისთვის. ადგილობრივი პროკურატურა იტყობინება, რომ ეცდება დაადგინოს, დაშვებულ იქნა თუ არა შეცდომები, რომელთათვისაც ადამიანები უნდა დაისაჯონ. სპეციალისტებმა დაიწყეს ორივე თვითმფრინავის თვითჩამწერი მოწყობილობების გაშიფრვა. როგორც ”ინტერფაქსის” სააგენტოს შეატყობინა სახელმწიფოთაშორისი საავიაციო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ოლეგ ერმოლოვმა, ჯერჯერობით არ არის არავითარი ცნობა იმის თაობაზე, რომ ”ტუ-154”-ის ეკიპაჟი სახმელეთო სამსახურებს აფრთხილებდა სხვა თვითმფრინავებთან შეტაკების საფრთხის შესახებ. დღეს გერმანიაში, ტრაგედიის ადგილზე ჩავიდნენ დაღუპულთა ოჯახის წევრები და ნათესავები. უკანაკნელი მონაცემებით, ნაპოვნია 67 დაღუპულის გვამი.
XS
SM
MD
LG