Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პოლიციამ დაიწყო გაუჩინარებული


საქართველოს პოლიციამ დაიწყო გაუჩინარებული გერმანელი ბიზნესმენის, კლაუს დეტლერ გრეგერის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება.

საქართველოს პოლიციამ დაიწყო გაუჩინარებული გერმანელი ბიზნესმენის, კლაუს დეტლერ გრეგერის საქმესთან დაკავშირებული გამოძიება.
როგორც ჩვენი რადიოს კორესპონდენტი იტყობინება, თბილისში მის ოფისში სისხლის ნაკვალევი აღმოჩნდა. აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ”მკვლელობის” მუხლით. როგორც პროკურატურის წარმომადგენელმა, ნანა ლომაიამ განაცხადა, უკანასკნელად გრეგერი ორშაბათს ნახეს თბილისში. სამშაბათს იგი არ გამოცხადებულა სამსახურში. გრეგერი ქართულ-გერმანულ ერთობლივი სატრანსპორტო კომპანიას ხელმძღვანელობდა.
XS
SM
MD
LG