Accessibility links

logo-print

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო


შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო, ეფ-ბი-აი, გამოძიებას აწარმოებს ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში

შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიურო, ეფ-ბი-აი, გამოძიებას აწარმოებს ლოს ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში
ეგვიპტელი შეიარაღებული მამაკაცის მიერ ორი ადამიანის მოკვლის ფაქტთან დაკავშირებით. ეფ-ბი-აი-ს ინფორმაციით, ბოროტმოქმედი, ჰეშამ მოჰამად ჰადაიეთი, 1992 წლიდან ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. მან ისრაელის ავიაკომპანია ”ელ ალის” სალაროსთან მოკლა კომპანიის თანამშრომელი და იქვე მდგომი ერთი ადამიანი და კიდევ სამი დაჭრა. ამის შემდეგ იგი თავად იქნა მოკულული უშიშროების ორგანოთა თანამშრომლის მიერ. ეფ-ბი-აი-ს ლოს ანჯელესის განყოფილების უფროსმა რიჩარდ გარსიამ განაცხადა: [გარსიას ხმა] ”როგორც ჩანს, ეს იზოლირებული ინციდენტია. ამჟამად გამოძიების მეშვეობით ვცდილობთ დავადგინოთ, არის ეს კერძო პირებს შორის მომხდარი ინციდენტი, თუ საქმე ეხება რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციას”.
XS
SM
MD
LG