Accessibility links

logo-print

შვეიცარის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გერმანიის


შვეიცარის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გერმანიის სამხრეთში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.

შვეიცარის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება გერმანიის სამხრეთში მომხდარ ავიაკატასტროფასთან დაკავშირებით.
ორშაბათს ბოდენის ტბის თავზე ერთმანეთს შეეტაკნენ რუსეთის ”ტუ-154” და სატვირთო ”ბოინგი”. პროკურორები ცდილობენ დაადგინონ, არსებობს თუ არა იმის საფუძველი, რომ დამნაშავედ იქნენ ცნობილი შვეიცარიელი ავიადისპეჩერები. გერმანელი გამომძიებლის, პეტერ შლეგელის თქმით, ავიადისპეჩერებმა 44 წამით ადრე შეატყობინეს თვითმფრინავების ეკიპაჟებს შესაძლო შეტაკების შესახებ. რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილემ კარლ რუპელმა პარასკევს განაცხადა, რომ რუსეთის თვითმფრინავის ეკიპაჟი ”არაფერშია დამნაშავე”.
XS
SM
MD
LG